საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა
31-03-2017, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

 

 

ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნების წარმატებით დასრულება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ნავერიანმა მიულოცეს, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა უსურვეს და გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართა. მან სწავლება დადებითად შეაფასა და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.

 


უწყების განმარტებით, წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იმ უნარ-ჩვევების ათვისებას ისახავდა მიზნად, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში ეხმარება. სწავლებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების მომდევნო ეტაპი სექტემბერში ჩატარდება.

 


რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ, გერმანულმა მხარემ ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა.

 


2016 წელს კი გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი