სააღდგომოდ საქართველოდან წმინდა მიწაზე გამგზავრების მსურველთა რაოდენობა განახევრდა
31-03-2015, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სააღდგომო ტურზე მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, განახევრდა. ტურისტული კომპანიების ერთ ნაწილში აცხადებენ, რომ შეკვეთები კატასტროფულად შეუმცირდათ. მეორე ნაწილი მდგომარეობას ოდნავ უკეთესად მიიჩნევს, თუმცა სტაბილური ვითარება თითქმის არსადაა.


ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში წერს.


ტუროპერატორები აცხადებენ, რომ ბოლო დროს ტურებმა ეგვიპტის მიმართულებით შესამჩნევად მოიმატა. წმინდა მიწაზე გამგზავრებას მომლოცველები ეგვიპტის გავლითაც ცდილობენ, რაც გაცილებით იაფი ჯდება.


„წელს სააღდგომო ტურების ფასი, საშუალოდ, 1040-1300 დოლარის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით სხვაობა უცხოურ ვალუტაში დიდი არ არის, ლარში მომხარებელს ტარიფი მნიშვნელოვნად გაუძვირდა.


ტუროპერატორების თქმით, სავალუტო კრიზისმა მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და სეზონის დასრულება ზარალით მოუწევთ“- წერს გამოცემა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი