​დალია გრიბაუსკაიტე საერთაშორისო ფორმატებზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას წარადგენს
31-03-2017, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფოებრივ პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო ფორმატებზე, რომლებსაც საქართველო ვერ დაესწრება, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე წარადგენს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს წასწევს წინ.

 


„საქართველოს ევროპული და ვეროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და დღეს ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ დალიასთან, რომ ფორმატებში და იმ ფორუმებში, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი ლიტვის პრეზიდენტი ილაპარაკებს პირადად ჩემი სახელით და დააფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მე მაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

 


ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველა ფორმატში და ყველა ფორუმზე'', განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიტვას და მის პრეზიდენტს პიროვნულად ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული და დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი