სოზარ სუბარი: დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია ორ უმთავრეს კომპონენტს მოიცავს
31-03-2017, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია მოიცავს ორ უმთავრეს კომპონენტს", აღნიშნული განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.

 


„ეს კომპონენტებია, პირველი, ყველა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი, საკუთარი ჭერი და შეეძლოს ღირსეული ცხოვრება და მეორე, გაუჩნდეთ შემოსავლები, რომ დევნილები მუდმივად სახელმწიფოს დახმარების იმედად კი არ იყვნენ, არამედ როგორც სხვა მოქალაქეების თანასწორებს ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი“ განაცხადა სუბარმა.

 

 

მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტმა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა განიხილა, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი