ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტიციების და თითეული თქვენგანის აღიარება, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გაქვთ საქართველოს პასპორტი, გაქვთ თავისუფლება გადაადგილდებოდეთ ევროკავშირის მასშტაბით, შედიოდეთ თავისუფლად, მაშინ როდესაც ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროკავშირისთვის", საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მინისტრის განცახდებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გამოწვევებით სავსე პერიოდში მიიღო, როდესაც დიდია მიგრაციული ნაკადი. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაფორმება იყო მნიშვნელოვანი განაცხადი ევროკავშირის მხრიდან.
"საქართველომ ყველა რეფორმა გაატარა და მიუხედავად ევროკავშირში არსებული მიგრაციული კრიზისისა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სწორედ ამიტომ, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერდა, რომ მიუხედავად მიგრაციული კრიზისისა, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის. ეს იყო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო ძალიან პოზიტიური , 28 მარტი იყო საქართველოს ზეიმის დღე ბრიუსელში, სადაც ყველა აღნიშნავდა, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ , რამდენად სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა ის ევროკავშირისთვის" განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.