მიხეილ ჯანელიძე სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლაზე: ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი
31-03-2017, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლას ეხმაურება.

 

 

ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობის შედეგია.

 

 

„ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი. მოგეხსენებათ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მსგავსი მხარდასაჭერი მესიჯები ხშირად ისმის როგორც სენატორებისგან, ასევე კონგრესმენებისაგან“, აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 

 

2017 წლის 30 მარტს სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია)  აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

 

 

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი