პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა
31-03-2015, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს.


"წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანაზილოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიზნესის წარმომადგენლების პრობლემებს და თქვა, რომ ბიზნესმენები ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე საუბრობენ, რის გამოც ფერხდება ინვესტიციების მოზიდვა.


"ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივის განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტიციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა ჩართვა და მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან იმ ინიციატივის გაჟღერებამდე თუ კანონის მიღებამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს, ინვესტიციებს და ტურიზმს. როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, აუცილებელია მისი სწრაფი და ენერგიული განხორციელება. სახელმწიფოს მიზანია მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა თუ მეწარმეობის განვითარებას. არსებულმა თუ მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდონ ბიზნესის საქმიანობა მისთვის დამატებითი პრობელემების შექმნის გზით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი