ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაშენდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ 16 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი გურამ გონაშვილი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და 16 ჰექტარზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 48,880 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,400 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 19,480 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 4 212 696.22 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 017.57 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,5 მილიონ ლარს აღემატება.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.