ლევან იზორია პეტრო პოროშენკოს შეხვდა
31-03-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა გაღრმავდეს.

 


უწყების ინფორმაციით, დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ივან ჩერნიაკოვსკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი, ლევან იზორიამ უკრაინის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან - უკრაინასთან მაქსიმალურად გაძლიერდება. „ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხელი ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩვენ ერთობლივ წვრთნებში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩავერთვებით. ამის მზაობა უკრაინულ მხარეს აქვს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ძალები ერთად ნატოს სტანდარტებს დავუახლოვოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს“ განაცხადა ლევან იზორიამ ვიზიტის დასრულებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი