პარაგვაიში ანტისამთავრობო აქცია მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა კონგრესის შენობა დაარბიეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მომიტინგეების უკმაყოფილების მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონპროექტი გახდა, რომელიც პრეზიდენტის ხელახლა არჩევის საშუალებას იძლევა.
35-წლიანი დიქტატურის შემდეგ მიღებული კონსტიტუციის თანახმად, პარაგვაიში პრეზიდენტს მმართველობის 5-წლიანი ლიმიტი აქვს. ქვეყნის მოქმედი ლიდერი კი, აღნიშნული წესის შეცვლას ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.