ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე შვედეთში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია დღეს გამართულ შეხვედრაზე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნურბან აჰლინმა. შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერმა ქართველ კოლეგას ვიზა-ლიბერალიზაცია მიულოცა და შვედეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ და ნურბან აჰლინმა საქართველო-შვედეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.