საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბანგლადეშში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 136-ე ასამბლეის საზეიმო გახსნას დაესწრო
01-04-2017, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. გახსნას ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარემ, შირინ შარმინ ჩაუდჰურიმ უმასპინძლა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საზეიმო მიღებას საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაესწრნენ.

 

 

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნება. ასამბლეის მთავარი თემაა „უთანასწორობის აღმოფხვრა: ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი