სამხრეთ კორეის უზარმაზარი სატვირთო გემი, რომელზეც 24 ადამიანი იმყოფებოდა, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაკარგულად გამოცხადდა.
AFP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ურუგვაის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლის სიტყვებს იმოწმებს, გადარჩენილია ორი ფილიპინელი მეზღვაური, რომელიც სამაშველო ბორანზე იპოვეს.
პარასკევს ეკიპაჟის წევრებმა ტექსტი გააგზავნეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ 312 მეტრის სიგრძის გემი Stellar Daisy რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ურუგვაის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა აღნიშნულ ტერიტორიულ წყლებში სავაჭრო გემებს საგანგაშო შეტყობინებები გაუგზავნა და ისინიც ძებნას შეუდგნენ. სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამძებრო ღონისძიებაში ჩართულმა გემებმა საწვავის მძაფრი სუნის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ უთხრა, რომ „22 ადამიანის სამძებრო ოპერაცია გრძელდება“.
სამხრეთ კორეამ სამძებრო ოპერაციაში ჩართვა ურუგვაის და ბრაზილიას სთხოვა.
BBC-ის ცნობით, ძალიან დიდი მოცულობის სატვირთო გემი, რომელსაც სამხრეთ კორეული კომპანია უწევდა ოპერირებას და რომელიც 260 000 ტონა ტვირთს იტევს, ბრაზილიიდან გამოემგზავრა და მარშალის კუნძულებისკენ მიემართებოდა. მის ბორტზე 16 ფილიპინელი და 8 სამხრეთ კორეელი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.