ტერეზა მეიმ შესაძლოა ომი აწარმოოს გიბრალტარის დასაცავად, როგორც ეს მარგარეტ ტეტჩერმა ფოლკლანდისთვის გააკეთა - „კონსერვატორების“ ყოფილი ლიდერი მაიკლ ჰოვარდი
02-04-2017, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერეზა მეიმ შესაძლოა ომი აწარმოოს გიბრალტარის დასაცავად, როგორც ეს მარგარეტ ტეტჩერმა ფოლკლანდისთვის გააკეთა, განაცხადა „კონსერვატორების“ ყოფილმა ლიდერმა მაიკლ ჰოვარდმა, რაც დაუყოვნებლივ ცეცხლის გამჩაღებელ კომენტარად შეფასდა და კრიტიკის საგანი გახდა. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

 


ლორდ ჰოვარდის მტკიცება, რომ პრემიერ მინისტრი მზად იქნება გაჰყვეს მისი წინამორბედის 35 წლის წინანდელ ნაკვალევს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ დაპირებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დაუნინგ სტრიტი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიის სუვერენიტეტი.

 


დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ მეიმ ფაბიან პიკარდო, გიბრალტარის მთავარი მინისტრი, კვირა დილით გამოიძახა იმის სათქმელად, რომ დიდი ბრიტანეთი რჩებოდა „ურყევად ერთგული გიბრალტარის, მისი ხალხის და ეკონომიკის მხარდასაჭერად“.

 


დაუნინგ სტრიტი აცხადებს, რომ ბრიტანეთი არასოდეს არ შევა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც გიბრალტარის მცხოვრებთა „თავისუფლად და დემოკრატიულად გამოხატული სურვილების“ წინააღმდეგ იქნება მიმართული და პირობას დებს, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია „ბრექსიტის“ პროცესში ჩართული იქნება.

 


სერ მაიკლ ფალონმა, თავდაცვის მდივანმა, ასევე მკაცრი ტონი გამოიყენა. „ჩვენ გიბრალტარის მიმართ მზრუნველობას გამოვიჩენთ. გიბრალტარი ნებისმიერი გზით იქნება დაცული, რადგან სუვერენიტეტი ვერ იქნება შეცვლილი გიბრალტარის ხალხის თანხმობის გარეშე“.

 

 

„35 წლის წინათ, სხვა ქალმა პრემიერ მინისტრმა გაგზავნა შეიარაღებული ძალები მსოფლიოს შუა გზაზე მდებარე ადგილას (იგულისხმება ფოლკლანდი), რომ დაეცვა ბრიტანელი ხალხის მცირე ჯგუფის თავისუფლება სხვა ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისაგან და მე აბსოლუტურად მკაფიო აზრი გამაჩნია, რომ ჩვენი ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი აჩვენებს ხასიათის მსგავს სიმტკიცეს გიბრალტარელი ხალხის გვერდით დგომისას“, უთხრა ჰოვარდმა Sky News-ს კვირას.

 

 

ჰოვარდის კომენტარს დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის, ტიმ ფარონისაგან. „დაუჯერებელია, რომ 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში, კონსერვატორები უკვე განიხილავენ პოტენციურ ომებს ჩვენ ევროპელ მეზობლებთან... გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ არის მთავრობის მიდგომა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი