დონალდ ტრამპი მზადაა „გადაჭრას“ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა ჩინეთის დახმარების გარეშე
03-04-2017, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „გადაჭრის“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს ან ჩინეთის დახმარებით, ანდა მისი დახმარების გარეშე.

 


„თუ ჩინეთი არ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის საკითხს, მაშინ ჩვენ გადავჭრით. ეს არის ყველაფერი ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით“, უთხრა ტრამპმა დიდი ბრიტანეთის გაზეთ Financial Times-ს.

 


როგორც BBC იუწყება, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ იგი წარმატებას მიაღწევს მარტო, მან უპასუხა: „სავსებით“.

 


ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის პრობლემაზე ჩინეთის პრეზიდენტის, ქსი ძინპინგის მიმდინარე კვირას დაგეგმილი ვიზიტის წინ ისაუბრა.

 


„ჩინეთს დიდი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კორეაზე. და ჩინეთი ან გადაწყვეტს ჩვენს დახმარებას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, ან არა. და თუ კი ისინი დაგვეხმარებაინ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩინეთისთვის, და თუკი არა, ეს არავისთვის არ იქნება კარგი“, უთხრა ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსს“.

 


შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იგი „ერთი ერთზე“ ცალმხრივ ქმედებას, ტრამპმა განაცხადა: „მე მეტი აღარ უნდა ვთქვა რაიმე. სავსებით“.

 


მას არ გაუმჟღავნებია დამატებითი დეტალები, თუ რა ქმედებებს განახორციელებს.

 


მარტში, აზიის ქვეყნებში ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არ გამორიცხა.

 


ერთი თვით ადრე, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მისი მხრიდან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას „მტკიცე და ჭარბი“ პასუხი გაეცემოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი