ირაკლი კობახიძე ბანგლადეშში ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე სპიკერს შეხვდა
03-04-2017, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

 

ინდონეზიის მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე სპიკერს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა შესთავაზა. ინდონეზიის მხარე ირაკლი კობახიძის შეთავაზებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრობის ჯგუფების ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა.

 

 

შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე სპიკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, აბრეშუმის გზისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

მხარეები ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

 

 

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი