საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს - „პარლამენტის როლი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩაურევლობაში“ კენჭს ხვალ, 4 აპრილს უყრიან.
მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საკომიტეტო განხილვებსა და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პარლამენტების პასუხისმგებლობა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის, შიდა უთანხმოების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარებისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის თავიდან აცილების საკითხებში. პროექტში ასევე საუბარია საპარლამენტო დიპლომატიის კონსტრუქციული და პრევენციული ხასიათის ბუნებაზე, მათ შორის, მის შესაძლებლობაზე, განმუხტოს დაძაბულობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.