ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ესტონეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ჰელმენ კუტს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ქართულმა მხარემ ესტონეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჰელმენ კუტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზა-ლიბერალიზაცია მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს. ესტონეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხო. მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.