საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია
03-04-2017, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტად ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიელი მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა.

 


ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და მომავალში, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ უდიდეს წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობაზე გაამახვილა. მან JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიელი ექსერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

 


სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

 


ინე ერიქსენ სორეიდესთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვა, დემოკრატიული რეფორმების გაგრძალების პროცესში ქვეყნის მტკიცე ნება გამოხატა და ნორვეგიულ მხარეს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

 


ლევან იზორიამ კოლეგა ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

 

 

უწყების განმარტებით, საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.

 


მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

 


გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 


საქართველოში ვიზიტისას, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვედრას პრეზიდენტთან გამართავს. ნორვეგიელი სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრებიან. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი