ირაკლი კობახიძე სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
03-04-2017, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე დღეს სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე სპიკერს, მელვინ ბოუვას შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე სპიკერმა განაცხადა, რომ სურინამი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.    

 

 

სურინამის მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. ირაკლი კობახიძემ მელვინ ბოუვას ქვეყნაში გატარებული რეფორმები გააცნო და საქართველოს პარლამენტის სახელით, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი