შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე „ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
როგორც „ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნება.
„ამ დროის მდგომარეობით, რასაც გვეუბნებიან, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის, გონზეა და ველოდებით მკურნალ ექიმს. გამომძიებლები ჯერ არ შესულან, ხოლო ტანსაცმელი ექსპერტიზაზე გასაგზავნად დაილუქა”, განაცხადა კილაძემ.
კლინიკაში სამართალდამცველები, ხვედელიძის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
ხვედელიძეზე თავდასხმა თბილისის ცენტრში, დილის საათებში განხორციელდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.