ირაკლი კობახიძე ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
03-04-2017, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრა ფილიპინების სენატის თავმჯდომარესთან, აქუილინო პიმენტელ III-სთან გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა და ამ ფორმატში აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობა, გაცვლითი ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

ქართულმა მხარემ ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

 

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი