ირაკლი ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას
31-03-2015, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

“1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. 24 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, სამართლებრივად დაადასტურა, რომ აირჩია ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა. რეფერენდუმი იყო თამამი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას – ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი. ეს დღე უკავშირდება საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომლის ხელმძღვანელობით ქართველი ერი მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. 31 მარტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც არის. დღეს ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართლიანად ვიბრძვით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მჯერა, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი