ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიეტნამის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიერს, ტონგ ტი ფონგს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ტონგ ტი ფონგმა ქართველი კოლეგა ვიეტნამში მიიწვია და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების როლზე ისაუბრეს. მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიეტნამის წარმომადგენლობით პალატის ვიცე სპიკერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ტონგ ტი ფონგი საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მზარდ ინტერესზე მეტყველებს ვიეტნამელი ტურისტების რაოდენობაც. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.