საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი მიიღო
03-04-2017, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდესი მიიღო.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

 


ყურადღება გამახვილდა ნორვეგიის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ წვლილზე და საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 5 წლიან ურთიერთობაზე, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებსაც სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობისათვის, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი