გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან ერთად სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. პროექტის მონაწილეებმა პრეზიდენტს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კედლის პანო აჩუქეს, რომელიც სასახლეში დაიკიდება.
ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ ახორციელებს, ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც ეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.