სსსტც „დელტას" საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბულგარეთის, ჩინეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის და აშშ-ის სამხედრო ატაშეებმა ახალი საამწყობო საამქრო და დელტაში დამზადებული ქართული ჯავშანტექნიკა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვადასხვა შეიარაღება, მათ შორის, საექსპორტო სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები დაათვალიერეს.
სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე კი, „დელტას" გენერალურმა დირექტორმა დიპლომატებს ორგანიზაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.