Best Western Kutaisi - ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით ააშენა.
სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.
Best Western International-ი სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4 000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.