ირაკლი კობახიძე არგენტინის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
04-04-2017, 01:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არგენტინის სენატის თავმჯდომარეს, ფედერიკო პინედოს შეხვდა. ფედერიკო პინედომ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არგენტინელ კოლეგას ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არგენტინის სენატის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა.

 

 

მხარეები გაცვლით ვიზიტებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.

 

 

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი