ბანგლადეშში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, შირინ შარმინ ჩაუდჰურის შეხვდა. ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შირინ შარმინ ჩაუდჰურის განცხადებით, ბანგლადეშისთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ქართულმა მხარემ ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ და შირინ შარმინ ჩაუდჰურიმ აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნეს და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.