მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში
04-04-2017, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში. დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოებს ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე“ - საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით საქართველომ მნიშვნელოვანი ათი წელი გაიარა, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული შედეგებისა და პოლიტიკური ინტეგრაციის ნაწილში.



როგორც ჟურნალისტებთან კომენტირებისას მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი წელი ნატო-სთან მიმართებაში გამორჩეულია მაღალი დონის ღონისძიებებითა და ვიზიტებით.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობას, რაც პირველ რიგში ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა.



ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.



ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ნატოს დღეები 2-იდან 11 აპრილამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი