პრეზიდენტმა ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტში ხელი არ ჩამოართვა
31-03-2015, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.

 
“პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი როცა შემოდის დარბაზში ვალდებულია ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხევდა და ხელის ჩამორთმევა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია.

 
,,ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით, ვიღაც პირთა მიმართ, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს მათ. ჯობდა, რომ დაესახელებინა ისინი, თუკი ამ პროცესს იწყებდა”, -განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი