საქართველოსა და ევროპოლს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი
04-04-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება - დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მნიშვნელობა შეფასა და მას საქართველოსა და ევროპას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულმა მოვლენამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს.

 

 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი ბატონი რობ უენრაითი და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში," განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი.

 


„საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.

 

 

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა.

 


ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი