საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
04-04-2017, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარეს, იალეუ რეტას შეხვდა.

 


იალეუ რეტას განცხადებით, ეთიოპია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 


ეთიოპიის ფედერაციული პალატის თავმჯდომარის განცხადებით, ეთიოპია დაინტერესებულია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში ხორციელდება. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

 


ქართულმა მხარემ იალეუ რეტას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი