გიორგი მღებრიშვილი: საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში
04-04-2017, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

 

შსს-ს ცნობით, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

 

 

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

 

 

ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.

 

 

ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

„ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ჩვენ ვხდებით ვეროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

„ამ შეთანხმებას ვუწოდებ ისტორიულს, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება, რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას! ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან! ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში!“ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს შს მინისტრსა და ევროპოლის დირექტორს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. გიორგი მღებრიშვილმა და რობ უენრაითმა სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და ახალ გეგმებზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

 

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის, განხორციელებული რეფორმებისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

 

 

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი