არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დეპუტატებს მართლმსაჯულების სტრატეგია გააცნეს.
მურუსიძის თქმით, „როგორ შეიძლება ქვეყანაში სასამართლოს კარგი იმიჯი ჩამოყალიბდეს, როცა ყველა ცდილობს, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, ტალახი ესროლოს სასამართლოს და კონკრეტულ მოსამართლეებს".
„თუკი ჩვენ დაინტერესებული ვართ სასამართლოს პრესტიჟით, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. პოლიტიკოსების სიტყვას თავისი წონა აქვს და როცა ისინი გამოდიან და მოსამართლეებს შეურაცხყოფას აყენებენ, ამას უსმენს ხალხი“, განაცხადა მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.