IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 88%-ს ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს.
რეიტინგში მეორე ადგილი - 86%-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74%-ით ქართულ მედიას.
59%-ს - პოლიციის, 55%-ს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის, 52%-ს - განათლების სამინისტროს, 45%-ს პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის საქმიანობა მოსწონს.
40% ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 39% სახალხო დამცველის აპარატის, 39% პარლამენტის, ხოლო 38% მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას მიიჩნევს დადებითად.
გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა და სულ 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.