IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29%-მა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართულ ოცნება" დაასახელა, 12%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 50%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.
კითხვაზე, რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას, გამოკითხულთა 13%-მა „ქართული ოცნება“, 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2%-მა „ევროპული საქართველო“, ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.
კითხვაზე შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 26%-მა „ქართული ოცნება“, 15%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა.
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 27%-მა „ქართული ოცნება“, 25%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“ დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.