საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები გუნდი „არმია“, ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში „ნატოს თასი” ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული „არმიის“ გუნდი ბრიტანეთის საელჩოს გუნდს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 8:2 დაამარცხა.
შეხვედრას ქართველ სამხედროები და დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი დაესწრო. „ნატოს თასი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. შეჯიბრში სახელმწიფო უწყებების, საელჩოებისა და მედიის 32 გუნდი იღებს მონაწილეობას.
სამოყვარულო ტურნირი ნატოს დღეების 10 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. ტურნირი დიღომში მდებარე ახალ ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარეობს. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები 8 აპრილს თასებით და მედლებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები გუნდის მომდევნო მეტოქე, საზოგადოებრივი მაუწყებლის და JAKO FM -ის გუნდი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.