„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კონფერენცია საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.
"სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით, ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი. ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი, 12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული“, აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.