თავდამსხმელების მიერ დატყვევებული თურქი პროკურორი სპეცოპერაციისას დაიღუპა
01-04-2015, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქი პროკურორი, რომელიც გუშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა დაატყვევა, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპა.

 
“ბიბისის” ცნობით, თურქი პროკურორი და ორი თავდამსხმელი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ. პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად გუშინ აიყვანეს.


შეიარაღებული პირები ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. თავდამსხმელებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი პროკურორს მოკლავდნენ.


სტამბოლის პოლიციის ხელმძღვანელის, სელამი ალტუნოკის თქმით, პოლიციამ ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიარაღებულ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით, სპეცოპერაცია დაიწყო, ვინაიდან პროკურატურის შენობიდან სროლის ხმა ისმოდა.


15 წლის ბერკინ ელვანი 2013 წელს სტამბოლში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს მოკლეს. მას ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის ცხრა თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას თურქეთში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაღუპულის მშობლები დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვნდნენ, თუმცა, ამ დრომდე არასრულწლოვანის მკვლელობის გამო არავინ დაუსჯიათ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი