საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ესწრებოდნენ.
ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მიყურადების ახალი, გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ყველას მაღალი ინტერესი აქვს. ამ ეტაპზე კი, მნიშველოვანია, მოხდეს კოორდინაცია ყველა იმ ჯგუფს შორის, რომელსაც აქვს სერიოზული ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.