საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ნორვეგიელი ადმირალი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიიღეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიული მხარის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია, სადაც მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, ამოცანის, შესრულებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა კი, ნორვეგიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ პრიორიტეტებსა და შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე ესაუბრა. მან საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიულ მხარის დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.