სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ზ.გ.-მ თავის ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით მიაყენა დაზიანება. ზ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ზ.გ. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და დაუნიშნა სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დანიშნული სასჯელი და ზ.გ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.