თბილისში, მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს - სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს, მიმდებარე ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის საფრთხის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ვითარებას სწავლობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მეტეხის ხიდთან გამნაღმველები მუშაობენ.
ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.