მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი ერთადერთი მოთხოვნა კათოლიკოს-პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
ადვოკატის თქმით, მამალაძეს სურს, რომ მათ საქმეში არსებული გარემოებების შესახებ დეტალურად უამბოს.
„4 აპრილის დილიდან, მან საკვების მიღებაზე უარი თქვა. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა მოხდეს პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება, დღეს რომ ვინახულე მამა გიორგი, დაწესებულების ხელმძღვანელმა დამახვედრა და გადმომცა, სადაც მითითებულია, რომ მან განაცხადა ოფიციალურად შიმშილობა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მას აქვს რაღაც სათქმელი პატრიარქისთვის და სინოდის წევრებისთვის,“ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.