საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილა
05-04-2017, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.

 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მიმდინარე წლის 20-23 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის შედეგები.

 

 

მათ ასევე ისაუბრეს 4 აპრილს, ვაშინგტონში გამართული საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ.

 

 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

 

 

შეხვედრისას საუბარი ასევე სუამი-აშშ-ის ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი