თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის მიწის სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
ზეთისხილის ხეების დარგვის პროცესს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, გოგა წერეთელთან ერთად გაეცნო.
მერიაში განმარტავენ, რომ პროექტის მიხედვით, ასევე, დაიდგმება დეკორატიული სანათები, დაირგვება იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, დაიგება რულონური ბალახი.
გამწვანებული ოვალური თარგის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის პირველ ნახევარში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.