გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის
06-04-2017, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით იმოძრავებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება.

 


„დღევანდელი სტატისტიკით, ეს იქნება დაახლოებით 12 მატარებელი 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქართველოს ყველა წერტილიდან, აეროპორტის მიმართულებით თუ პირიქით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მისვლა ძალიან იოლი იქნება. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ პროექტის განსახორციელებლად, სავარაუდოდ, დასახელებული ერთი წელი საჭირო არ იქნება და „საქართველოს რკინიგზა“ მშენებლობას უფრო ნაკლებ დროში დაასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი