საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდება წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს ყველა ფაქტორს და პოტენციალს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებებს. გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.